იძულებით გადაადგილებულ პირთა მოწმობის ფორმა იცვლება.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და
ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, "იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის" ნაცვლად, ამ დოკუმენტს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა" დაერქმევა.
სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული ცვლილება არ ნიშნავს იმას, რომ დევნილის ძველი მოწმობა ძალას კარგავს. ის იურიდიულ ძალას ინარჩუნებს. ხოლო დევნილები, რომელთა პირად მონაცემებში რაიმე სახის ცვლილება შევა, უკვე ახალი ფორმის მოწმობას აიღებენ.
