თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში დღეს ტერფების მოყინვის გამო კიდევ 2 პაციენტი შეიყვანეს.
როგორც "ნიუსპრესს" რეფერალური საავადმყოფოდან აცნობეს, დღეს ორი -21 და 66 წლის მამაკაცი, ჩუმათელეთიდან და ხარაგაულიდან გადმოიყვანეს. ორივე მათგანს ტერფების მოყინვა აღენიშნება.
რეფერალური საავადმყოფოს ექიმის გუგა ქაშიბაძის თქმით, პაციენტებმა სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართეს. ერთი შემთხვევა 2 დღის წინ, ხოლო მეორე 4 დღის წინ მოხდა. პაციენტები პალატაში არიან მოთავსებული და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.
