სამების საკათედრო ტაძარში დიდი პარასკევის ღვთისმსახურება მიმდინარეობს. საგანგებო მსახურებას უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.
ტაძრის შუაგულში მომზადებულია ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი - "საფლავი", საკურთხეველში კი - წმინდა ტრაპეზის გარდამოხსნაა დაბრძანებული, რომლზეც საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილზე საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული.
დღევანდელ მსახურებაზე უწმინდესი სასულიერო პირებთან ერთად, ჩრდილოეთის კარიბჭიდან გარდამოხსნას გამოაბრძანებს, ტაძარს სამჯერ შემოატარებენ და ტაძრის შუაგულში გამზადებულ სადგამზე დააბრძანებენ.
შესრულდება სავედრებელი საგალობლები და საკითხავები, მსახურებაზე პატრიარქი ვნების სახრებას წაიკითხავს. შესრულდება საგანგებო საგალობელი - ღვთისმშობლის დატირება.
მსახურების შემდეგ ტაძრებში საზეიმო ზარების რეკვა ბრწყინვალე შვიდეულის ჩათვლით შეწყდება.
დღეს მორწმუნეთათვის მძიმე მარხვაა.
