არასამთავრობო ორგანიზაცია "უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის" და "თავისუფალ ასოციაციათა კავშირი" ხვალ ავჭალაში საქველმოქმედო აქციას - "მე-13 რაიონი" აწყობენ.
როგორც "ნიუსპრესს" "უმუშევართა კავშირიდან" აცნობეს, აქცია ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ოჯახების და მათი მცირეწლოვანი ბავშვების დახმარების მიზნით ტარდება.
"უმუშევართა კავშირი" დიდი ხანია მუშაობს მსგავსი უსახლკარო ოჯახების დახმარებაზე, რომელთაც არც სააკაშვილის მიერ სამათხოვროდ გადმოგდებული სოციალური დახმარება გააჩნიათ, არც საკუთარი ჭერი და არც არანაირი პერსპექტივა ამ რეჟიმის ხელში" - აცხადებენ ორგანიზაციაში.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, "უმუშევართა კავშირის წარმომადგენლებმა საკვები, ტანსაცმელი და საოჯახო ნივთები შეაგროვეს.
აქციის შედეგად შეგროვებული ნივთები ლიბანის ქ.#33 - ში, მიტოვებული პროფტექნიკუმის შენობაში და მუხიანის მე-4 მკრ-ში მცხოვრებ შეჭირვებულ მოსახლეობას გადაეცემა. ასევე, მიტოვებული სახლმმართველობის შენობაში მცხოვრებ 20 სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარებიან.
