კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შემეცნებით პროგრამა მოამზადა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შემეცნებით პროგრამა მოამზადა
09:56 13.04.2012
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საგანმანათლებლო და საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახურმა საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა -  "კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს" მოამზადა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პროგრამა IV-X კლასის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და საქართველოს არქიტექტურის, ფერწერისა და გამოყენებითი ხელოვნების შესახებ შემეცნებითი გაკვეთილების კურსს მოიცავს.
პროგრამის თემატიკა შემდეგია - ქართული მონუმენტური მხატვრობა, როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები მოხატული კერამიკა, ქართული ხალხური საცხოვრებელი, რა არის მოზაიკა, ქართული ციხე-კოშკები, ფიროსმანი და მისი სამყარო, თბილისი - ისტორია და მემკვიდრეობა, ეთნოგრაფია - საახალწლო სამზადისი და ნახატი ფიგურების გარეშე.
გაკვეთილების ფორმატი თხრობისა და კითხვა-პასუხის გარდა, მოზარდის შემოქმედებით აქტივობას - ხატვას, ძერწვას, ნივთების რესტავრირებას, ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაშებისა თუ სხვა სახალისო ამოცანების შესრულებას გულისხმობს.
გაკვეთილები შაბათ-კვირას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სათაო ოფისის საგანმანათლებლო სივრცეში ჩატარდება.
პროგრამის პრეზენტაცია აპრილის ბოლოს გაიმართება.

ბეჭდვა