მედიაგაერთიანებამ სპეციალური პეტიცია შეიმუშავა
მედიაგაერთიანებამ სპეციალური პეტიცია შეიმუშავა
15:52 12.04.2012
კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან გამართულ აქციაზე მედიაგაერთიანება "სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის" წარმომადგენლებმა პეტიცია გაავრცელეს.
როგორც პეტიციაშია ნათქვამი, ეროვნული კომისია სიხშირეების დარეგულირების ნაცვლად, თავისუფალ ტელეკომპანიებზე ზეწოლის მექანიზმად ჩამოყალიბდა.
მედიაგაერთიანებას მაგალითად კომისიის მიერ სიხშირეების უკანონო გამოყენებისთვის ტელეკომპანია "თრიალეთის" დაჯარიმება მოჰყავს და აცხადებს, რომ კომისიას ამ გადაწყვეტილების არგუმენტი არ წარმოუდგენია.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შ.პ.ს ტელე-რადიოკომპანია "თრიალეთი" 5 000 ლარით გორში რადიოსიხშირული სპექტრის ულიცენზიო გამოყენებისთვის დააჯარიმა.
მედიაგაერთიანება მოითხოვს, თავისუფალ მედიაზე ზეწოლის შეწყვეტას და მათ თანაბარუფლებიან პირობებში ჩაყენებას.
მედიაგაერთიანების აქცია - "მარეგულირებელო არეგულირე, ნუ ზღუდავ!" კომისიის შენობასთან დღეს გაიმართა.

ბეჭდვა