რუსთავის მოხუცთა თავშესაფარ „ქსენონს“ დღეს კომპანია „რუსთავის წყალის“ წარმომადგენლები ეწვივნენ.
მოხუცები კომპანიის გენერალურმა დირექტორმა იორგ მათისმა, რუსთავის მერმა ზაქარია დარჩიაშვილმა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე მამუკა ჩიქოვანმა მოინახულეს.
„ქსენონის“ 25 ბენეფიციარს მათ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.
სტუმრებმა თავშესაფარში მცხოვრებ მოხუცებს სააღდგომო ნობათსა და ტკბილეულთან ერთად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა - სარეცხი მანქანა და გაზქურა გადასცეს.
