რუსთავის მოხუცთა თავშესაფარს „რუსთავის წყალის“ წარმომადგენლები ეწვევიან
რუსთავის მოხუცთა თავშესაფარს „რუსთავის წყალის“ წარმომადგენლები ეწვევიან
10:00 12.04.2012
რუსთავის მოხუცთა თავშესაფარ „ქსენონს“ დღეს კომპანია „რუსთავის წყალის“ წარმომადგენლები ეწვევიან.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, მოხუცებს კომპანიის გენერალური დირექტორი იორგ მათისი, რუსთავის მერი ზაქარია დარჩიაშვილი და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე მამუკა ჩიქოვანი მოინახულებენ.
„ქსენონის“ ბენეფიციარებს კომპანიის წარმომადგენლები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიულოცავენ.
სტუმრები თავშესაფარში მცხოვრებ მოხუცებს საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სააღდგომო ნობათსა და ტკბილეულს გადასცემენ.
წელს აღდგომა 15 აპრილს აღინიშნება.

ბეჭდვა