თსუ ხოვლეგორას გათხრებს განაახლებს
თსუ ხოვლეგორას გათხრებს განაახლებს
16:20 11.04.2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიური მიმართულების სტუდენტები და პროფესორები 15-16 აპრილს, სოფელ ხოვლეში ხოვლეგორის გათხრებს განაახლებენ.
გათხრებზე ქართველ სტუდენტებთან ერთად ინსბრუკის (ავსტრია) უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლებიც იმუშვებენ. არქეოლოგები ამ ეტაპზე ნამოსახლარის ტექნიკურ ანალიზს აკეთებენ.
ხოვლეში გათხრები 50 წლის წინ დაიწყო და სწორედ ამ დროს გაკეთდა უნიკალური აღმოჩენები. ხოვლეგორას ძალიან დიდი არქეოლოგიური მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მასში ცივილიზაციის განვითარების უწყვეტი ჯაჭვია მოცემული; ბრინჯაოდან რკინაზე გარდამავალი პერიოდის უამრავი ნივთია აღმოჩენილი.
აღმოჩენილია საყოფაცხოვრებო დანიშნულების კერამიკა, რომელიც კულტურის სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნება. არქეოლოგების შეფასებით, ხოვლეგორაში არსებული სატაძრო-საკულტო, აგრეთვე საცხოვრებელი ნაგებობები ხუროთმოძღვრების ძეგლებია.

ბეჭდვა