"ქრისტიან-დემოკრატები" გამწვანების აქციას გამართავენ
"ქრისტიან-დემოკრატები" გამწვანების აქციას გამართავენ
10:02 11.04.2012
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები ლევან ვეფხვაძე და ჯაბა სამუშია "ახალგაზრდა ქრისტიან- დემოკრატებთან" ერთად, დღეს გამწვანების აქციას გამართავენ.
როგორც "ნიუსპრესს" ჯაბა სამუშაიმ განუცხდა, პარტიის წევრები 40-მდე ნერგს ვაზისუბნის დასახლებაში 90-ე სკოლასთან დარგავენ.
ამასთან, ისინი მოახლოებული აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ვაზისუბნის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის ეზოსაც დაასუფთავებენ.
ჯაბა სამუშიას განმარტებით, მსგავს აქციებს "ქრისტიან-დემოკრატები" ტრადიციულად, გაზაფხულსა და შემოდგომაზე აწყობენ.

ბეჭდვა