დიდუბის, ჩუღურეთის, კრწანისის, გლდანის და მთაწმინდის რაიონების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდა.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, 16.00 საათამდე ელექტროენერგია გლდანის მასივის "ა" და II მიკრორაიონების, ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩებს არ მიეწოდება.
ქვესადგურში "დიდუბე" სარემონტო სამუშაოების გამო, შუქი 17.00 საათამდე წერეთლის გამზირის, მირცხულავას, წყალტუბოს, სამტრედიის, აგლაძის, გუდაუთის და ხოშარაულის ქუჩების აბონენტებს გაეთიშა.
სარემონტო სამუშაოების გამო, 17.00 საათამდე შუქი არ აქვს მთაწმინდის რაიონში ორპირის, თუმანიანის, გორგასლის, სამღებროს და გრიშაშვილის ქუჩებს.
11-დან 13.00 საათამდე კი, ელექტროენერგია მოსკოვის გამზირის და ქაიროს ქუჩის აბონეტთა ნაწილს არ მიეწოდება.
