პროექტის -"საკუთრების დაუცველი უფლება საქართველოში" შედეგების პრეზენტაცია გაიმართება
პროექტის -"საკუთრების დაუცველი უფლება საქართველოში" შედეგების პრეზენტაცია გაიმართება
09:56 11.04.2012
პროექტის - "საკუთრების დაუცველი უფლება საქართველოში" ანგარიშის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება.
ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაციებმა -"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ", "მწვანე ალტერნატივამ" და "საქართველოს რეგიონულმა მედია ასოციაციამ" მოამზადეს.
როგორც "ნიუსპრესს" "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოდან" აცნობეს, ანგარიშში ტურისტულ ზონებში მოქალაქეთა მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ მიწებისა და უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის ფაქტებია ასახული.
პროექტის მხარდამჭერია ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო".

ბეჭდვა