„ვარდობისთვე თბილისში 2012“ რიყის პარკში გაიმართება
„ვარდობისთვე თბილისში 2012“ რიყის პარკში გაიმართება
18:41 10.04.2012
ყვავილების ფესტივალი - „ვარდობისთვე თბილისში 2012“ 26 მაისს რიყის პარკში გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ პროექტის ხელმძღვანელმა ტატუკა ჯაფარიძემ განუცხადა, ფესტივალში მონაწილეთა რეგისტრაცია 5 აპრილს დაიწყო და 27 აპრილამდე გაგრძელდება.
მისი თქმით, მონაწილეებმა რეგისტრაციის დროს თავიანთი ნამუშევრების და ყვავილების შესახებ ინფორმაცია უნდა მიუთითონ.
ჯაფარიძის ინფორმაციით, წლევანდელი ღონისძიება ერთ დღიანია, თუმცა, სამომავლოდ მინიმუმ 2 დღიანი ფესტივალები დაიგეგმება.
პროექტის ორგანიზატორი მიიჩნევს, რომ წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში მონაწილეთა 10-15%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.
ღონისძიების ფარგლებში, რიყეზე მცენარეებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

ბეჭდვა