პროექტის - „საკუთრების დაუცველი უფლება საქართველოში“ ანგარიშის პრეზენტაცია ხვალ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება.
ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაციებმა -„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, "მწვანე ალტერნატივამ” და “საქართველოს რეგიონულმა მედიაასოციაციამ” მოამზადეს.
როგორც „ნიუსპრესს“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოდან“ აცნობეს, ანგარიშში ტურისტულ ზონებში მოქალაქეთა მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ მიწებისა და უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის ფაქტებია ასახული.
პროექტის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“.
