თსუ-ს იაპონიის ელჩი ეწვია
თსუ-ს იაპონიის ელჩი ეწვია
18:03 10.04.2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დღეს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა ეწვია.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, კამოჰარა საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას - „იაპონური გაზაფხული“ დაესწრო.
ღონისძიება თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის იაპონისტიკის ცენტრმა მოაწყო. თსუ-ში იაპონური ცენტრი 5 წელია ფუნქციონირებს.
„იაპონური გაზაფხულის“ ფარგლებში, სტუდენტური კონფერენცია და იაპონური კულტურის ნიმუშების გამოფენა მოეწყო.

ბეჭდვა