კინოთეატრ "რუსთაველში" ხვალ დოკუმენტური ფილმის, "ომის ნაკვალევის" პრეზენტაცია გაიმართება.
ფილმში მოთხრობილია ორი მეგობრის ცხოვრებისეული ისტორია, რომლებიც იარაღით ხელში ბარიკადების სხვადასხვა მხარეს იდგნენ, რამდენიმე წლის შემდეგ კი, ერთმანეთს სტამბოლში ხვდებიან.
ფილმი მომზადებულია პროექტის "ექსკობატანტები არაძალადობისათვის" ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერაა მხარდაჭერილი. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციამ "მომავლის ცხინვალი" განახორციელა.
დოკუმენტური ფილმი ქართული და ოსური მხარეების თანამშრომლობით მომზადდა და მისი რეჟისორები თომა ჩაგელიშვილი და ზურაბ ტასიევი არიან.
