თბილისში ლეხ კაჩინსკის ბიუსტი იხსნება
თბილისში ლეხ კაჩინსკის ბიუსტი იხსნება
11:33 10.04.2012
პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ბიუსტი დღეს, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში მისივე სახელობის ქუჩაზე იხსნება.
დედაქალაქის მერიამ პოლონეთის პრეზიდენტის ბიუსტის გახსნა მისი გარდაცვალებიდან 2 წლისთავს დაამთხვია.
ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე მარია კაჩინსკა და თვითმფრინავის 96 მგზავრი 2010 წლის 10 აპრილს რუსეთში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაიღუპნენ.
„ტუ 154“-ის კატასტროფა ძლიერი ნისლის პირობებში სმოლენსკის აეროპორტში დაფრენისას მოხდა.
ლეხ კაჩინსკის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, თბილისის მერმა გიგი უგულავამ დედაქალაქის საკრებულოს გარდაცვლილი პრეზიდენტის ხსოვნის პატივსაცემად ერთ-ერთი ქუჩისთვის მისი სახელის მინიჭების თხოვნით მიმართა. ლეხ კაჩინსკის სახელი შავი ზღვის ქუჩას ეწოდა.

ბეჭდვა