თბილისის მერიის მიერ ყინვების დროს გამოყოფილ დროებით თავშესაფრებს რამდენიმე უსახლკარომ უკვე მიმართა,
- ამის შესახებ "ნიუსპრესს" მერიის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათი განმარტებით, თავშესაფრებს შეუძლია მიმართოს ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც ღამის გასათევი არ გააჩნია. თავშესაფრების მისამართებია:
ვაკე-საბურთალო–ცაგარელის ქუჩა #19
დიდუბე–ჩუღურეთი: ვანის ქუჩა #4
ისან–სამგორი: ზემო ფონიჭალა, მე-3 მ/რ
გლდანი–ნაძალადევი: გურამიშვილის ქუჩა #33 ა
ძველი თბილისი: პეტიაშვილის ქუჩა #23
თბილისის მერის, გიგი უგულავას გადაწყვეტილებით, ყინვების პერიოდში ქალაქის ყველა რაიონში მდებარე თითო უფასო სასადილოში გამოიყო ადგილი, სადაც უსახლკარო მოქალაქეები ღამის გათევასა და ცხელი სადილის მიღებას შეძლებენ.
