ომბუდსმენი „ილიაუნიში“ საპარლამენტო ანგარიშზე ლექციას წაიკითხავს
ომბუდსმენი „ილიაუნიში“ საპარლამენტო ანგარიშზე ლექციას წაიკითხავს
10:46 10.04.2012
სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს საპარლამენტო ანგარიშის შესახებ საჯარო ლექციას წაიკითხავს.
მისი სტუდენტებთან შეხვედრა უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ახალი პროექტის - საჯარო ლექციების სერიის ფარგლებში იმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ილიაუნიდან აცნობეს, დღეს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდება.



ბეჭდვა