თემქის მე-11 მიკრორაიონში წუხელ ჯიხურს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც „ნიუსპრესს“ საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს, ჯიხურში საოჯახო ნივთები ინახებოდა. დამწვარია 15 კვადრატული მეტრის ფართი.
ადგილზე 2 სახანძრო მანქანა მუშაობდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
