დიდთოვლობის გამო ცენტრალური მაგისტრალები არ დაზიანებულა
დიდთოვლობის გამო ცენტრალური მაგისტრალები არ დაზიანებულა
11:05 14.02.2012
დიდთოვლობის გამო საქართველოს მასშტაბით ცენტრალური მაგისტრალები არ დაზიანებულა.
როგორც "ნიუსპრესს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, გზებს თოვლის საფარზე მეტად საშიშროებას წვიმა უქმნის, ამიტომ გაზაფხულამდე მეწყერისა და გზების მონაკვეთების დაზიანების საშიშროება არ არის.
ამჟამად ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შესაბამისი ტექნიკა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და გზები მუდმივ რეჟიმში იწმინდება.

ბეჭდვა