"ქართული ოცნების" ახალგაზრდულმა ფრთამ 9 აპრილის მემორიალთან აქცია გამართა
"ქართული ოცნების" ახალგაზრდულმა ფრთამ 9 აპრილის მემორიალთან აქცია გამართა
12:31 09.04.2012
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია გამართეს.
ახალგაზრდებმა პარლამენტის წინ სანთლებით "9 აპრილი" დაწერეს და მემორიალთან ტიტები მიიტანეს.
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა აქცია "ცეცხლოვანი ფარნების" ცაში გაშვებით დაასრულეს.
"ჩვენ დღეს აქ მოვედით, რათა პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. ჩვენი თაობა დღესაც იბრძვის დამოუკიდებოლობისთვის, იბრძვის თავისუფალი არჩევანისთვის. იმ ადამიანების ოცნება თავისუფალ საქართველოზე ასრულდება და ეს ქვეყანა აუცილებლად გახდება თავისუფალი" - განაცხადეს ახალგაზრდებმა 9 აპრილის მემორიალთან.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შედეგად 21 მოქალაქე დაიღუპა.

ბეჭდვა