პოლიტიკური პარტიის "საქართველოს გზა - სალომე ზურაბიშვილი" ერთ-ერთი ლიდერის ნათელა მაჭავარიანის განცხადებით, დღევანდელი
დღე ქართველი ერისთვის ტრაგიკული დღეა.
ეს განცხადება ნათელა მაჭავარიანმა 9 აპრილის მემორიალთან გააკეთა.
"ვისურვებდი ასეთი ტრაგიკული დღეები საქართველოს ისტორიაში აღარ განმეორდეს" - განაცხადა მაჭავარიანმა.
ამ წუთებში 9 აპრილის მემორიალთან აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები, სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები იმყოფებიან, რომელთაც 9 აპრილის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.