პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქაძე დღეს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
იგი 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ
პანაშვიდს დაესწრება, რომელიც 12.00 საათზე ჩატარდება.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა და 2000-მდე დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა.
