"ლილო მოლს" სპეციალური სავაჭრო სტატუსი მიენიჭა
"ლილო მოლს" სპეციალური სავაჭრო სტატუსი მიენიჭა
18:12 13.02.2012
"ლილო მოლსა" და ესპანურ საინჟინრო კომპანია "LV Salamanca Engineers" შორის სავაჭრო ცენტრის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.
თბილისის მერიის ოფიციალური ინფორმაციით, შ.პ.ს "ლილო მოლი" პირველი ქართული კომპანიაა, რომელსაც საქართველოს მთავრობამ სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსი მიანიჭა.
ხელშეკრულების გაფორმებისა და სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიას თბილისის მერი გიგი უგულავა, ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელები "ლილო მოლის" წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
შპს "ლილო მოლსა" და "LV Salamanca Engineers" შორის გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად, "ლილო მოლის" ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მასშტაბური სავაჭრო ცენტრის მშენებლობა იგეგმება.
"ლილო მოლის" ახალი სავაჭრო ცენტრი - "ქალაქი ქალაქში" 310 000 კვ.მ ტერიტორიაზე განთავსდება. პროექტი 2014 წლის ბოლოს დასრულდება.

ბეჭდვა