ახალგაზრდა "ქრისტიან-დემოკრატები"დღეს 9 აპრილის მემორიალთან სიმბოლურ აქციას მოაწყობენ
ახალგაზრდა "ქრისტიან-დემოკრატები"დღეს 9 აპრილის მემორიალთან სიმბოლურ აქციას მოაწყობენ
18:35 08.04.2012
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, პარტიის ლიდერებთან ერთად, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივს დღეს საღამოს პარლამენტის წინ სიმბოლური მსვლელობით მიაგებენ.
როგორც "ნიუსპრესს" ორგანიზაციის წევრმა გიორგი თაქთაქიშვილმა განუცხადა, ახალგაზრდების მსვლელობა დაშვებული დროშებით 21:00 საათზე პირველი გიმნაზიიდან დაიწყება და პარლამენტის წინ 9 აპრილის მემორიალთან დასრულდება.
აქციაში მონაწილეობას 100-მდე ახალგაზრდა "ქრისტიან-დემოკრატი" მიიღებს. ისინი 9 აპრილის მემორიალს ყვავილებით შეამკობენ და გარდაცვლილთა სახელზე სანთლებს დაანთებენ.
ორგანიზაციის წევრები სიმბოლურ აქციას წელს მეოთხედ მართავენ.




ბეჭდვა