შეწყალების კომისიამ გათავისუფლების რეკომენდაცია 170-მდე პატიმარს მისცა
შეწყალების კომისიამ გათავისუფლების რეკომენდაცია 170-მდე პატიმარს მისცა
17:51 08.04.2012
შეწყალების კომისიამ პატიმრობიდან გათავისუფლების რეკომენდაცია 170-მდე მსჯავრდებულს მისცა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის სხდომის შემდეგ სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა.
მისი თქმით, 30-მდე პირისთვის კომისიამ სასჯელის განახევრების რეკომენდაცია გასცა, ვინაიდან რამდენიმე მათგანს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.
იმ პატიმრებს შორის, რომელთა გათავისუფლებას კომისია მართებულად მიიჩნევს, ერთი არასრულწლოვანი და რამდენიმე ქალბატონია.
შეწყალების კომისიამ სულ 407 პატიმრის საქმე განიხილა. სხდომა პრეზიდენტის სასახლეში 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
რეკომენდაციები საბოლოო გადაწყვეტილებისთვის პრეზიდენტს გადაეგზავნება. შეწყალებულები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს აღდგომას დატოვებენ.

ბეჭდვა