უგრეხელიძემ გლდანი-მუხიანის შემაერთებელ მარატ ნოზაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
უგრეხელიძემ გლდანი-მუხიანის შემაერთებელ მარატ ნოზაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
10:41 06.05.2014
თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ და გლდანის რაიონის გამგებელმა ნოდარ სანდუხაძემ, გლდანი-მუხიანის შემაერთებელ მარატ ნოზაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება, კანალიზაციისა და წყლის სისტემები შეიცვალა, ახალი სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ქუჩის ცალ მხარეს ფეხით მოსიარულეთათავის ტროტუარი გაკეთდა.

მერიის განცხადებით, მაისში აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მუხიანის მოსახლეობისთვის, ქუჩაზე გადაადგილება უპრობლემოდ იქნება შესაძლებელი და გობრონიძის ქუჩაც მნიშვნელოვნად განიტვირთება.

ბეჭდვა