„დემოკრატიული მოძრაობა“ საქართველოს ბზობას ულოცავს
„დემოკრატიული მოძრაობა“ საქართველოს ბზობას ულოცავს
13:48 08.04.2012
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წევრები სრულიად საქართველოსა და ყველა მართლმადიდებელს ბზობის დღესასწაულს ულოცავენ.
„დღეს ათორმეტთაგან პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის, ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. ამ დღეს მთელი მართლმადიდებლური სამყარო იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბაიაობას ანუ ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ვულოცავთ სრულიად საქართველოს. ყველა მართლმადიდებელს მშვიდობასა და სიყვარულს ვუსურვებთ“ – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბეჭდვა