საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. მილოცვა მან სოცილაურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა.
მისი თქმით, სომეხი და ქართველი ხალხის მეგობრობამ საუკუნეები გამოიარა და ორი ქვეყნის ეკლესიამ უდიდესი წვლილი შეიტანა მსოფლიოს ქრისტიანულ ცივილიზაციაში.
„მინდა მოგილოცოთ ეს დღე თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მრევლს მთელს მსოფლიოში. გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს ყველას, გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთლეობასა და თქვენი ოჯახების კეთილდღეობას“- აცხადებს პრეზიდენტი.
სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ფასდაუდებელია ის ძალისხმევა, რომელიც საქართველოს ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში და დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობაში შეაქვთ.
