საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კათოლიკური ეკლესიის მრევლს საქართველოში აღდგომის დღესასწაულს ულოცავს.
აღნიშნულის თაობაზე მიხეილ სააკაშვილმა მილოცვა სოცილაურ ქსელში გამოაქვეყნა.
„მსურს, მთავრობის სახელით, ეს უდიდესი დღესასწაული მივულოცო კათოლიკე ეკლესიის მრევლს საქრთველოში. საქართველოში კათოლიკე ეკლესიის მრევლი ისტორიულად იყო და დღესაც არის ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგული საყრდენი, საქართველოში ევროპული ცოდნისა და გამოცდილების პოპულარიზატორი. მინდა გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატებები“ - აღნიშნავს პრეზიდენტი.
მისივე თქმით, საქართველოში მცხოვრებმა კათოლიკეებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს ქვეყნის კულტურის, მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში.
კათოლიკური ეკლესია აღდგომას დღეს ზეიმობს.
