მუხათგვერდში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
მუხათგვერდში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
16:51 07.04.2012
მუხათგვერდის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც „ნიუსპრესს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, 2 ჰექტარ ფართობზე ძირითადად ბალახი და ბუჩქნარია დამწვარი.
მათივე ინფორმაციით, არსებობდა ცეცხლის სხვა ტერიტორიაზე გადასვლის საშიშროებაც, თუმცა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.
ადგილზე 3 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ბეჭდვა