იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა
იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა
14:21 07.04.2012
იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები დღეს დიღმის ტყე-პარკს ესტუმრნენ და გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ორმოცამდე თანამშრომელმა ფიჭვისა და კედარის 100 ნერგი დარგო. ნერგები მათ თბილისის მერიამ გადასცა.

გამწვანების აქცია „მწვანე პროექტის“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო 2012 წლის იანვრიდან ახორციელებს.

გამწვანების აქციების გარდა, პროექტის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს სამსახურებში გამოუსადეგარი, ნარჩენი ქაღალდის შეგროვებაც ხდება, რომელიც შემდეგ ქაღალდის გადამამუშავებელ საწარმოებს ბარდება. ამ გზით შემოსული თანხები კი სამინისტროს ინფორმაციით, საქველმოქმედო საქმიანობას მოხმარდება.

ბეჭდვა