ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მე-3 ტურის შედეგები 10-11 აპრილს გასაჩივრდება
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მე-3 ტურის შედეგები 10-11 აპრილს გასაჩივრდება
11:36 07.04.2012
ქართული ენისა და ლიტერატურის, ქართული ენისა და ბიოლოგიის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მე-3 ტურის შედეგების გასაჩივრება 10-11 აპრილს მოხდება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, სააპელაციო განაცხადები წერილობითი ფორმით, 2 დღის განმავლობაში 10:00-დან 18:00 საათამდე მიიღება.
აღნიშნული საგნების ოლიმპიადის შედეგები გამოცდების ცენტრმა 6 აპრილს გამოაქვეყნა.
ოლიმპიადის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც მე-3 ტურში შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% დააგროვა და შესაბამისი კლასის და საგნის რეიტინგული სიის პირველ ადგილზე მოხვდა.
თუ ოლიმპიადის მონაწილეთა რეიტინგული სიის პირველ ათ ოლიმპიადის მონაწილეს თანაბარი ქულები აქვთ, მაშინ რეიტინგული სიის შექმნის მიზნით, თანაბარი ქულების მქონე ოლიმპიადის მონაწილეების მე-2 ტურში მიღებული ქულები იქნება გათვალისწინებული.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მე-3 ტურის მაქსიმალური ქულა ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ქართული ენის - 40 ქულა, ხოლო ბიოლოგიის - 25 ქულაა.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი შედეგები აპელაციის შემდეგ შესაძლოა შეიცვალოს.

ბეჭდვა