დღეს ოშკის საკათედრო ტაძრის კურთხევის 1049 წლისთავი აღინიშნება
დღეს ოშკის საკათედრო ტაძრის კურთხევის 1049 წლისთავი აღინიშნება
10:07 07.04.2012
ოშკის საკათედრო ტაძრის კურთხევის 1049 წლისთავი დღეს აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორი გიორგი დვალაშვილი ტაო-კლარჯეთის ბუნებისა და გეოეკოლოგიური თავისებურებების შესახებ საჯარო ლექციას წაიკითხავს.
ლექციაზე საუბარი თურქეთის 2 რეგიონისა და 3 პროვინციის - არტაანის, ერზერუმის, ართვინის გეოეკოლოგიურ მდგომარეობას შეეხება.
ლექციის დასრულების შემდეგ დოკუმენტურ ფილმს აჩვენებენ.

ბეჭდვა