ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი „ისტორიალი“ დღეს თბილისის მერიის ეკონომიკურ სამსახურთან და ევროპის სახლთან ერთად, ტრადიციული რეწვის პირველ ე.წ ვორქშოფს გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ „ისტორიალიდან“ აცნობეს, ღონისძიება პროექტის - „ტრადიციული რეწვა – ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის: შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში“ ფარგლებში იმართება.
მისი მიზანი ტრადიციული რეწვის მენეჯმენტისა და ბაზარზე ორიენტირებული პროდუქციის განვითარების მიმართულებით მონაწილეების უნარების ამაღლებაა.
ვორქშოფი შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და ტრადიციული რეწვის სექტორის სპეციფიკას, ტერმინოლოგიურ საკითხებს, ბაზრებსა და მათ თავისებურებებს, საავტორო უფლებების მნიშვნელობას და სხვა თემებს მოიცავს.
ღონისძიება ტრადიციული რეწვის ექსპერტების, უმაღლესი და პროფესიული განათლების დაწესებულებათა ლექტორების, ტრენერების, კულტურული ორგანიზაციების, მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლებისა და უშუალოდ რეწვის ოსტატებისთვის ტარდება.
