ოშკის საკათედრო ტაძრის კურთხევის 1049 წლისთავი ხვალ აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.
პროფესორი გიორგი დვალაშვილი ტაო-კლარჯეთის ბუნებისა და გეოეკოლოგიური თავისებურებების შესახებ საჯარო ლექციას ხვალ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხავს.
ლექციაზე საუბარი თურქეთის 2 რეგიონისა და 3 პროვინციის - არტაანის, ერზერუმის, ართვინის გეოეკოლოგიურ მდგომარეობას შეეხება.
ლექციის დასრულების შემდეგ დოკუმენტურ ფილმს აჩვენებენ.
