საქართველოს რეგიონების 170-მდე სკოლაში ფართომასშტაბიანი საცდელი ტესტირება დაიწო.
საატესტატო გამოცდების საცდელ ტესტირებას თბილისის 60-ე საჯარო სკოლაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი გაეცნენ.
ტესტირება დღეს დაიწყო და 13 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
ტესტირებისას მეთორმეტეკლასელები გამოსაშვები გამოცდების დავალებებზე მუშაობენ.
