უახლოეს მომავალში სამარშრუტო ტაქსებზე ტარიფის ცვლილება არ იგეგმება. აღნიშნულის შესახებ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ დირექტორმა გიგლა ჯაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად საწვავის ფასის გაზრდისა, უახლოეს მომავალში ტარიფის ცვლილება არ იგეგმება და ინფორმაცია ამის შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, "ქრისტიან-დემოკრატი" ჯაბა სამუშია სამარშუტო ტაქსით მგზავრობის საფასურის ერთ ლარამდე გაზრდას ვარაუდობს.
მგზავრობის ფასის მოსალოდნელ გაზრდასთან დაკავშირებით მან დღეს მოსახელობასთან შეხვედრაც გამართა.
სამუშიას განცხადებით, თბილისის მერია დამნაშავეა იმაში, რომ მოქალაქეები ტრანსპორტის მონოპოლისტი კომპანიის "თბილისის მიკროავტობუსის" ამარა დატოვა.
"ქრისტიან-დემოკრატები" თბილისის მერიას მოუწოდებენ მიკროავტობუსებზე მგზავრობის საფასურის გაზრდა არ დაუშვას.
ამჟამად, მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური 0.80 ლარს შეადგენს.
