8 აპრილს საქველმოქმედო აქცია გაიმართება
8 აპრილს საქველმოქმედო აქცია გაიმართება
13:35 06.04.2012
8 აპრილს შარდენზე საქველმოქმედო აქცია გაიმართება.
როგორც "ნიუსპრესს" აქციის ორგანიზატორი იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, აქციის ფარგლებში, ბზობის  დღესასაწაულთან დაკავშირებით შარდენზე ღია ცის ქვეშ კონცერტი გაიმართება.
აქციის ფარგლებში, გამოფენა-გაყიდვა და აუქციონი მოეწყობა და შემოსული თანხა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ფონდში გადაირიცხება.
სამინისტროს ცნობით, თბილისის 198-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დახმარებით, სხვადასხვა ნივთი, მათ შორის, ყვავილებისთვის ქოთნები დაამზადეს.
8 აპრილის აქციამდე, ბავშვები კოალიცია "ივნალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების" ყვავილების სათბურს ეწვევიან და სასწავლო ცენტრში დამზადებულ ქოთნებში ყვავილებს გადარგავენ.
მსურველებს ამ ყვავილების შეძენის საშუალება შარდენზე საქველმოქმედო აქციაზე აქნებათ.

ბეჭდვა