ჯაბა სამუშია თბილისში ტრანსპორტის გაძვირებას პროგნოზირებს
ჯაბა სამუშია თბილისში ტრანსპორტის გაძვირებას პროგნოზირებს
13:15 06.04.2012
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე "ქრისტიან-დემოკრატი" ჯაბა სამუშია სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის საფასურის ერთ ლარამდე გაზრდას ვარაუდობს.
მისი თქმით, ერთი წლის განმავლობაში ტრანსპორტის საერთო ხარჯი ერთი მოქალაქისთვის 200-300%-ით გაიზარდა.
"თბილისელები მგზავრობის საფასურს ერთ-ერთ ყველაზე მძიმე გადასახადად მიიჩნევენ. მითუმეტეს, თუ ფასი 1 ლარი გახდა, ეს თითოეული ჩვენგანის ფინანსებს კიდევ უფრო მეტად დააწვება" - განაცხადა სამუშიამ.
მგზავრობის ფასის მოსალოდნელ გაზრდასთან დაკავშირებით მან დღეს მოსახლეობასთან შეხვედრაც გამართა.
სამუშიას განცხადებით, თბილისის მერია დამნაშავეა იმაში, რომ მოქალაქეები ტრანსპორტის მონოპოლისტი კომპანიის "თბილისის მიკროავტობუსის" ამარა დატოვა.
"ქრისტიან-დემოკრატები" თბილისის მერიას მოუწოდებენ მიკროავტობუსებზე მგზავრობის საფასურის გაზრდა არ დაუშვას.
ამჟამად, თბილისის მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური 0.80 ლარს შეადგენს.

ბეჭდვა