თბილისში ტრამვაი დღეში 100 000 მგზავრს მოემსახურება
თბილისში ტრამვაი დღეში 100 000 მგზავრს მოემსახურება
12:30 06.04.2012
დედაქალაქს უახლოეს წლებში კიდევ ერთი სახის მუნიციპალური ტრანსპორტი - ტრამვაი შეემატება.
ტრამვაის პროექტის პრეზენტაცია  კომპანია "სისტრამ" სასტუმრო "რედისონში" დღეს გამართა. პრეზენტაციას თბილისის მერი გიგი უგულავა, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ტრამვაის ახალი ხაზი 14 კილომეტრის სიგრძის იქნება და ის უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან, ვაკის გავლით, ორთაჭალას დაუკავშირდება. ამ მანძილს ტრანსპორტი 34 წუთში დაფარავს და ყოველდღიურად 100 000-ზე მეტ მგზავრს გადაიყვანს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2010 წელს თბილისის მერიასა და ფრანგულ საინჟინრო კომპანია "სისტრას" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, თბილისის მოსახლეობის გამოკითხვაზე დაყრდნობით, ტრამვაის ქსელის ტექნიკური პროექტი მომზადდა.



ბეჭდვა