აბიტურიენტებისთვის დღეიდან აპრობაციები იწყება
აბიტურიენტებისთვის დღეიდან აპრობაციები იწყება
11:32 06.04.2012
გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეიდან ფართომასშტაბიან აპრობაციებს დაიწყებს.
როგორც "ნიუსპრესს" გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, აპრობაციების  ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალი სისტემის შექმნაა, რომელიც მონაწილეს საშუალებას მისცემს, პრეტესტის გავლის შემდეგ არა მხოლოდ შეფასება, არამედ ტესტის დაძლევაზე დეტალური ინფორმაცია შეიტყოს.
აპრობაციებისას მოსწავლეები გამოსაშვები გამოცდების დავალებებზე იმუშავებენ.
ცენტრის ცნობით, სისტემის შექმნა მოსწავლეებისა და აბიტურიენტების ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყდა.
აპრობაციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 170-მდე სკოლაში ჩატარდება.
სისტემის რეალურ რეჟიმში ამოქმედება მომდევნო სასწავლო წლიდან იგეგმება.

ბეჭდვა