თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია არ მიეწოდება
თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია არ მიეწოდება
11:24 06.04.2012
მთაწმინდის, დიდუბის, გლდანის, ვაკის, თემქისა და კრწანისის რაიონების ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშება.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, სარემონტო სამუშაოების გამო, შუქი 16.00 საათამდე მთაწმინდის რაიონში ფურცელაძის, გუდიაშვილის, ვაჩნაძის, მანჯგალაძის, თაბუკაშვილის, ჯორჯაძის, ასათიანის და მიმდებარე ქუჩებს არ აქვთ.
17.00 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით წერეთლის გამზირის ნაწილს, თევდორე მღვდლის, ევდოშვილის, კედიას, გვეტაძის, დიდუბის, ვ. ბაგრატიონის, ვანის, ზესტაფონის, სტანისლავსკის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდა, 18 საათამდე კი - გლდანის ა, I, II, VI მიკრორაიონების, კანდელაკის და ხერგიანის ქუჩებს, ხოლო 15.00 საათამდე ელექტრომომარაგება გურამიშვილის გამზირის, იფნევის, კვერნაულის და კარალეთის ქუჩების აბონენტებს.
ქვესადგურში "მუხიანი" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ენერგომომარაგება 17 საათამდე თემქის XI მიკრორაიონის II კვარტლის მოსახლეობას, ხოლო 16 საათამდე კრწანისის რაიონში ფხოვის, ბარათაშვილის, პუშკინის, ნაკაშიძის, ხაზინის, ვეკუას, ვაჩნაძის და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
16 საათამდე შეზღუდულია ასევე, ვაკის რაიონში ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის მოსახლოების ენერგომომარაგება.

ბეჭდვა