საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" და ქალთა სამოქალაქო ორგანიზაცია "თამარიონს" შორის დღეს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზნების მისაღწევად მხარეები შეთანხმდნენ შეიქმნას დამოუკიდებელი საზოგადოებრივი დარბაზი, რომელიც ხელისუფლების მიერ დაგეგმილი და ჩატარებული რეფორმების ექსპერტიზას განახორციელებს. ასევე, შექმნის ექსპერტთა მონაცემთა ბაზას და მონიტორინგს გაუწევს აღმასრულებელ ხელისუფლებას და შესაბამის სამეცნიერო –სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებას ფრაქციას წარუდგენს.
საზოგადოებრივი დარბაზი დასკვნებს გაუგზავნის არასამთავრობო სექტორს, პოლიტიკურ პარტიებს, მედიასაშუალებებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. აუცილებლობის შემთხვევაში კი - ევროპულ სასამართლოში წარსადგენ სარჩელებს მოამზადებს.
როგორც ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, მსგავსი თანამშრომლობის მიზანი ქვეყანაში ადამიანთა უფლებებისა და ღირსების დაცვაა.
