ტუბერკულოზთან ბრძოლის ახალი 4 წლიანი პროგრამა საქართველოში დღეიდან ამოქმედდება.
პროგრამას, რომელიც აშშ-ს მთავრობამ 4.4 მლნ დოლარით
დააფინანსა, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) განახორციელებს. პროგრამის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა.
პროგრამის მიზანი საქართველოში ტუბერკულოზის შემთხვევების დროული პრევენციაა. მისი წარმატების შემთხვევაში, 2015 წლისთვის დაავადების შემთხვევების 70%-ის გამოვლენა და მათი 85%-ის განკურნება გახდება შესაძლებელი.
როგორც პრეზენტაციაზე აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა განაცხადა, ამერიკის მიერ გამოყოფილი თანხის საშუალებით ამ პრობლემის პრევენციისთვის დამატებითი ღონისძიებების გატარება გახდება შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ 2003 წლიდან საქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობის პროგრამებისთვის 7 მლნ აშშ დოლარი დახარჯა.
პროგრამის პრეზენტაციას პირველი ლედი სანდრა რულოვსი დაესწო.
