საზაფხულო დასაქმების პროგრამაში - “Summer job” დარეგისტრირებული სტუდენტები დღეიდან დამსაქმებლებთან შრომით ხელშეკრულებებს მოაწერენ ხელს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ხელშეკრულების გაფორმებისთვის არ არის საჭირო რეგისტრაციის კოდი.
სამინისტროსვე ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი მითითებულ ვადაში დამსაქმებელთან არ გამოცხადდება, ის პროგრამას გამოეთიშება და მის სამუშაო ადგილზე 15 მაისის შემდეგ ხელახალი რეგისტრაცია გამოცხადდება. ეს სხვა სტუდენტებს პროგრამაში ხელახლა მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს.
პლასტიკური ბარათების მიღება სტუდენტებს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მათ მიერ არჩეული ბანკის ფილიალში შეეძლებათ.
ხელშეკრულებების გაფორმება 15 მაისამდე გაგრძელდება.
