"უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" უმწეოთა სასადილოების კვების რაციონს აპროტესტებს
"უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" უმწეოთა სასადილოების კვების რაციონს აპროტესტებს
12:44 05.04.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია "უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" წევრები უმწეოთა სასადილოებში არსებული კვების რაციონთან დაკავშირებულ ხარვეზებს აპროტესტებენ.
როგორც კავშირის წევრმა ალექსანდრე შალამბერიძემ დღეს, თბილისის მერიასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" უფასო სასადილოებში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში მენიუა.
მისი თქმით, მერიამ უარყო "უმუშევართა კავშირის" მიერ უფასო სასადილოების რაციონზე ჩატარებული ანალიზის შედეგები და მათი ბრალდებები.
მისი ინფორმაციით, უფასო კვების სასადილოების მენიუ და კალორაჟი ადამიანის სასიცოცხლოდ საჭირო მინიმალურ სტანდარტებს არ შეესაბამება. სასადილოების ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი მინიმალური 900 კალორიიდან ისინი 720-დან 850 კალორიის რაციონს იღებენ.
შალამბერიძის განცხადებით, "უმუშევართა კავშირი" წერილით მიმართავს დედაქალაქის მერს და მოითხოვს ერთობლივი კომისიის შექმნას, რომელიც "უმუშევართა კავშირთან" ერთად უფასო კვების ობიექტებში მონიტორინგს ჩაატარებს.

ბეჭდვა