სასაფლაოებთან დაკავშირებით თბილისის საკრებულომ გადაწყვეტილება მიიღო
სასაფლაოებთან დაკავშირებით თბილისის საკრებულომ გადაწყვეტილება მიიღო
11:55 05.04.2012
თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულომ გადაწყვეტილება მიიღო.
გადაწყვეტილების თანახმად, გადასასვენებლად გაცემულ საფლავებზე, გადასვენების განუხორციელებლობის შემთხვევაში, საინფორმაციო ფირფიტა უნდა დაიდგას სათანადო აღნიშვნით და შესაბამისი ინფორმაცია სასაფლაოს მმართველის ვებ-გვერდზე უნდა გამოქვეყნდეს.
"სასაფლაოს მმართველის ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსებიდან 2 თვის შემდეგ ჭირისუფლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საფლავი შესაძლოა გაიცეს როგორც ახალი. ხოლო ჭირისუფლის გამოცხადების შემთხვევაში, თუ ის 30 დღის ვადაში არ განახორციელებს გადასვენებას, სასაფლაოს მმართველი უფლებამოსილია გასცეს ასეთი საფლავი, როგორც ახალი, მიუხედავად მასზე არსებული საკულტო ან სხვა დანიშნულების ნაგებობების არსებობისა, რომელზედაც ყოველგვარ უფლებას კარგავს მისი დამმონტაჟებელი" – ნათქვამია თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებაში.
საკრებულოს აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი აწერს, უკვე ძალაშია.


ბეჭდვა