სასტუმრო "რედისონში" დღეს საქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობისა და პრევენციის ახალი პროგრამა გაიხსნება.
ღონისძიებას აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი, საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნატა ავალიანი დაესწრებიან.
საელჩოს ცნობით, ოთხწლიან პროგრამას, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო განახორციელებს. მას აშშ–ის მთავრობა 4.4 მლნ აშშ დოლარით დააფინანსებს.
პროგრამის მიზანი, საქართველოში ტუბერკულოზის შემთხვევების გამოვლენისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.
პროექტის ფარგლებში, 2015 წლისთვის დაავადების შემთხვევათა 70%-ის გამოვლენა და მათი 85%-ის განკურნებაა განსაზღვრული.
საქართველოში ტუბერკულოზის დიაგნოზით 6 000 პაციენტია რეგისტრირებული.
